среда, 13 ноября 2013 г.

გაიცანით ჩემი სოფელი–წითელხევი




"სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ლამაზ სოფლებს შორის ერთ–ერთი გამორჩეულია ჩვენი სოფელი წითელხევი,რომელიც მდებარეობს მდინარე კორისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 200 მეტრზე.სოფელი  ბაღდათიდან 7 კილომეტრითაა დაშორებული ქუთაისიდან  კი 31 კმ–ია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3075 ადამიანი. სამხრეთით სოფელს მწვანე რკალად ერტყმის მესხეთის მთები, დასავლეთით ესაზღვრება სოფელი როხი და სალომინაო (ვანის რაიონი), აღმოსავლეთით ფერსათის მთიანეთი, ჩრთილოეთით კი ფერსათი და მუხრანის ტევრი. მთა კორთხიდან გამდნარი ბროლივით მოედინება გამჭირვალე, წმინდა, ანკარა მდინარე კორიწყალი, რომელიც სოფელს ორ ნაწილად ყოფს.   სოფელის ფართობია 23.8 კმ2
სოფელი ამაყობდა და ამაყობს გამრჯე და კეთილი ადამინებით.... სამართლიანად უთქვამს 


„აზურმუხტებულ ბორცვებზე
მიმობნეულან
ოდები,
შრიალებს ზვარი ვაზისა,
მწვანედ ბიბინებს კორდები!
ავსილა უხვი დოვლათით
ზღვად გადაშლილი ყანები
ჭირიმე ჩემი
სოფლისა,
ჩემს სოფელს ვეთაყვანები!“





„გადმოცემა სოფლის სახელთან დაკავშირებით“
მე-18 საუკუნის 50–იანი წლებიდან სოფელს ერქვა „სადემეტრაო“  მე–20 საუკუნის ოციანიან წლებამდე.  კერძოდ კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე . გადმოცემა ზემოთ აღნიშნულ სახელთან  (სადემეტრაო) ასეთია:
ხრესილის ომში 1757 წელის რომლის მთავარ სარდალი და სულის ჩამდგმელი იყო მეფე  სოლომონ I, მონაწილეობა მიუღია ვინმე დემეტრეს, რომლის მხედრულ შემართებას, შეუპოვრობას და სიმამაცეს მოუხიბლავს სოლომონი. ბრძოლის დამთავრების შემდეგ მეფეს ახალგაზრდა მეომრისათვის აზნაურობა და ერთი სოფელი გლეხებითურთ უბოძებია, იმერეთის საერისთაოში. დემეტრეს ნაშიერი გამრავლებულან და დღემდე ცნობილი არიან დემეტრაძეებად. ამჟამად საქართველოში ცნობილია 685 დემეტრაძე, ჩვენს სოფელში(წითელხევში) კი ცხოვრობს ოთხი ოჯახი.
სოფელს წითელხევი საბჭოთა პერიოდში უწოდეს. სოფლის უხუცესი ასე გადმოგვცემს ამ ისტორიას: „ როდესაც სოფლის სახელის შეცვლა დადგა დღის წესრიგში ,გლეხები ყანას თოხნიდნენ, მდინარის სანაპიროზე. საღამოს ჩამოჯდნენ და დაიწყეს საუბარი, ამ დროს მზემ უკანასკნელი სხივები სტყორცნა მდინარის ხეობას და გადაწითლდა არემარე. ამ სურათის ხილვით აღტაცებულმა გლეხებმა წამოიძახეს: მოდი სოფელს წითელი ხევი დავარქვათო“.  



„სოფლის ღისრშესანიშნაობები“
სოფელში ამაყად დგას, ცისკენ აფრენილი გუმბათებით, X საუკუნეში აგებული „ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ჭალის თეთრი ეკლესია“, რომელიც დღეს მოქმედია და ზარების წკრიალით ავედრებს უფალს ერის სიცოცხლეს, გამრავლებას და ხანიერებას!




















o   წითელხევში ამჟამად ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა, ერთი საბავშვო ბაღი, ხელოვნების სკოლა, ამბულატორია და საკრებულო.





















„ეკონომიკური და სოციალური საკითხები“
სოფელში ოდითგან მისდევნდენ და დღესაც ჯეროვანი ყურადღება ექცევა მეურნეობის ორ წამყვან დარგს: მევენახეობას და მებაღეობას. წითელხევში გავრცელებულია ვაზის სხვადასხვა ჯიშები: ცოლიკაური,ციცქა,კრახუნა,ალადასტური,იზაბელა და სხვა..... როდესაც შემოდგომაზე ყურძენი დამწიფდება სოფელში რთველიც დაიწყება, თითქმის  ყველა ოჯახს აქვს მარანი, მარნის წინა ნაწილში ქვევრებია მიწაში ჩაფლული, უკანა კედელზე საწნახელია მიშენებული რომელიც ხის ან ქვისაა. საწნახელში დაწურულ წვენს წინასწარ გარეცხილ ქვევრებში ასხამენ, მარანში ზამთარში ხილსა და ბოსტნეულს ინახავენ. 






















„ტრადიციები“
საქართველო დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა რომელსაც შესაბამისად დიდი კულტურა და მრავალფეროვანი ტრადიციები აქვს მართალია დროთა განმავლობაში ბევრი ტრადიცია წარსულს ბარდება მაგრამ ძირითადი ელემენტები მაინც შემონახულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა  ტრადიცია არსებობს, ამჯერად გაგაცნობთ ჩვენი სოფლის ტრადიციებს, რომელიც დღემდე უცვლელად არის შემონახული.
  • o     სოფელში ყველა ოჯახი დიდი სიხარულით ეგებება შობას ამ დღეს იკვლება ღორი, ღორის თავს ინახავენ ახალი წლისთვის „გობის“ გასაწყობად. შობის წინ ხდება ალილოზე ჩამოვლა და მილოცვა.


















  •      სოფლის მოსახლეობა განუზომელი სიხარულით ხვდება აღდგომის დღესასწაულს, ამ დღეს იღებაბა კვერცხები წითლად, ყველა მიდის თავისი გარდაცვლილის საფლავზე მიცვალებულის გულზე აგორებენ წითელ კვერცხებს და სვამენმათ შესანდობარს. ეკლესიაში მღვდელი ზარების წკრიალში აღავლენს წირვა–ლოცვას.







სოფელში დღემდე შემორჩენილია და პატივს სცემენ ისეთ  დღესასწაულებს როგორიცაა ბზობა, მარიამობა, ნათლიღება, ნინოობა ,გიორგობა და სხვა.



  • o   სოფელში დიდ დღესასწაულად მიიჩნევა ქორწილი, ამ დღეს იქმნება ოჯახი. წყვილი ეკლესიაში იწერს ჯვარს და ამავე დროს სპეციალურ დაწესებულებაში ხელს აწერს დოკუმენტს ქორწინების შესახებ. ადრე ჩვენს სოფელში დიდი ქორწილისათვის სპეციალური ფარდული–„სეფა“ იშლებოდა, დღეს კი ქორწილი იმართება საქორწინო დარბაზებში.
  •              უცვლელადაა შემონახული სტუმრისადმი პატივისცემა მთავარია სტუმრის                                    გულთბილი მიღება(მისადმი პატივისცემის გამოხატვა) და მისი კარგი გამასპინძლება, არა მხოლოდ ნაცნობ მეგობრისათვის, არამედ სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც კი.
  • o   ყოველი წლის 25 ივლისს სოფელი აღნიშნავს „არსენობას“ რომელიც ეძღვნება აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული არსენ დევიძის ხსოვნას .
  • o   ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს სოფლის ცენტრში იმართება ბაზრობა, ამ დღეს      არამარტო ჩვენი სოფლის მცოვრები არამედ სხვა სოფლებიდანაც მოდიან თავიანთი ჭირნახულის გასაყიდად.
  • o   არის ახალი ტრადიციებიც, რომელიც შემოდგომასთან არის დაკავშირებული, ასეთი ტრადიციაა ბაღდათობა, რომელშიც მონაწილეობს რაიონის თითქმის ყველა სოფელი და წარმოადგენენ თავიანთ მიღწევებს სამეურნეო კულტურულ სფეროებში.











„პრობლემები და გადაჭრის გზები“
სოფელს აწუხებს გარკვეული პრობლემები:
o   უმუშევრობა
o   შიდა და გარე მიგრაცია
o   მოსაწესრიგებელია სოფლის შიდა გზები.
o   აუცილებელია გაზიფიკაციის მოწესრიგება.
o   ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა.
o   ეკოსისტემის დაბინძურება
o   თანამედროვე საკითხებზე ინფორმაციის ნაკლებობა(ალკოჰოლიზმი,ნარკომანია, ნიკოტინიზმი და სხვა)

             არსებული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია შემდეგი გზებით:
Ø  აგროტურიზმის განვითარება.
Ø  გასართობ–გამაჯნსაღებელი ცენტრის ჩამოყალიბება.
Ø  მუნიციპალიტეტისა და კერძო ინვესტორების მხარდაჭერა.
Ø  მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის აქტიურობა.
Ø  ინტერნეტ პროვაიდერების დაინტერესება არსებული ბაზის ათვისებაში.
Ø  გარემოს დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის აქტივობა.
Ø  არასამთავრობო ორგანიზაციების  და ახალგაზრდების მიერ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.

რას ვაკეთებთ ჩვენ, ახალგაზრდები?
  • Ø  პერიოდულად ვაწარმოებთ სოფლის ცენტრის დასუფთავებას.
  • Ø  მოვიპოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერა, რომელმაც უზრუნველყო ნაგვის ურნების დამონტაჟება.
  • Ø  ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები (ტრენინგები, სემინარები)

  • Ø  დავბეჭდეთ და გავავრცელეთ სოფელში საინფორმაციო ბუკლეტები.








































ჩვენ გვიყვარს ჩვენი სოფელი და გვინდა იგი ვიხილოთ წელგამართული!
გამოყენებული ლიტერატურა:
  • Ø  ალექსანდრე ქუთათელაძის „პირისპირ“.
  • Ø  სოფლის უხუცესთა ნაამბობი.




„ჩვენს შესახებ“
მისამართი: ბაღდათის რაიონი სოფელი წითელხევი
სკოლა: სსიპ ტარიელ კვირიკაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლა
კლასი: X
  • Ø  სოსო მაჩიტაძე–597–101–501
  • Ø   მარიამ ოქროჭელიძე
  • Ø  იზა ლომიძე
  • Ø  თამარ ლილუაშვილი–568–55–65–21


























1 комментарий:

  1. seiko titanium - Titanium-Arts - TITanium
    In fact, the best quality components, especially when they titanium teeth k9 come from the game apple watch 6 titanium consoles, are titanium white rocket league only found in most of the regions titanium pot on the market. titanium vs steel

    ОтветитьУдалить